საფინანსო საქმიანობა დღეისათვის საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საფინანსო საქმიანობის საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 17%-ს მიაღწია, პროფესიონალი კადრების არსებობა ფინანსური სექტორის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში საფინანსო სფეროს გავნითარებასთან ერთად წლიდან-წლამდე იზრდება სტუდენტთა მხრიდან მოთხოვნა აღნიშნული პროფესიის დაუფლებაზე. 2019 წელს, ბიზნესისა და მართვის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 7,000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ფინანსურ ორგანიზაციებს განეკუთვნება - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო კომპანიები და საფონდო ბირჟები. ეს დარგი სრულად ლიცენზირებადია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი.